Sunday, June 12, 2011

საკვები და წყალი

არასწორი მორწყვა ოთახის მცენარეების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზია. ზედმეტრმა წყალმა მცენარე შეიძლება დაალპოს, წყლის ნაკლებობამ კი წყურვილით მოკლას. დააკვირდით თქვენი ოთახის "ბინადრებს" და ზუსტად განსაზღვრეთ, როდის და რა რაოდენობის წყალი უნდა დაასხათ მცენარეს. ისიც მუდამ ჯანსაღი და მოვლილი იქნება.
როდის მოვრწყათ მცენარეები
მიწის ტენიანობა მის ზედაპირზე თითების დაჭერით შეამოჭმეთ. თუ მიწას ზემოდან ნეშომპალა აყრია, შემოწმებისას ნეშომპალა ფრთხილად მოაცილეთ.როცა მცენარეებს უკეთ გაიცნობთ, იმის მიხვედრა მოსარწყავია თუ არა იგი, აღარ გაგიჭირდებათ.
1. ზემოდან მორწყვა -  ეს მორწყვის ყველაზე იოლი და მცენარეთა უმრავლესობისთვის მისაღები გზაა, განსაკუთრებით მათთვის, რომელთაც გამერქნებული, უხეში ღრო აქვთ. ამ დროს მიწა თანაბრად დატენიანდება.
2. ქვემოდან მორწყვა - ის მცენარეები, რომელთაც ხორციანი ღეროები და ფოთლები აქვთ ( მაგალითად, ოთახის ია), უმჯობესია მოირწყას უშუალოდ ზირში, რათა თავიდან ავიცილოთ მიწისზედა ნაწილების ლპობა. ასევე შესაძლებელია წყალი კაშპოზე დავასხათ, ფესვები იმდენ წყალს შეიწოვს,რამდენიც საჭიროა. დაახლოებით 20 წთ-ის შემდეგ კაშპოზე დარჩენილი წყალი გადაასხით, მცენარეს მასში ნუ ჩატოვებთ
მორწყვის რეჟიმის დაცვა ცოტა მოსაბეზრებელია. გამოშრობა იოლი შესამჩნევია, მაგრამ ძნელია შევამჩნიოთ, რომ მცენარე ზედმეტი მორწყვისგანაა მოღვენთილი, რადგან, წყალი მცენარეს ნელნელა უნადგურებს ფესვებს. თუ მცენარეს წყალი ზედმეტი მოუვა, ქოთნიდან იმოიღეთ და აღალდის ხელსახოცი შემოახვიეთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ დანამეთ და მზის გულს მიუშვირეთ, სანამ ფესვები არ გაუჯანსაღდება.

No comments:

Post a Comment