Sunday, June 12, 2011

მორწყვა სახლში არყოფნის დროს

დიდ რეზერვუარად, საიდანაც წყალი წვეთ-წვეთად ჩავა მიწაში, პლასტმასის ბოთლი გამოგადგებათ. ბოთლს ძირი მოაჭერით, თავსახურზე კი წვრილი ნახვრეტი გაუკეთეთ, თავით მიწაში ჩაარსვეთ და შიგ წყალი ჩაასხით.

საკვები და წყალი

არასწორი მორწყვა ოთახის მცენარეების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზია. ზედმეტრმა წყალმა მცენარე შეიძლება დაალპოს, წყლის ნაკლებობამ კი წყურვილით მოკლას. დააკვირდით თქვენი ოთახის "ბინადრებს" და ზუსტად განსაზღვრეთ, როდის და რა რაოდენობის წყალი უნდა დაასხათ მცენარეს. ისიც მუდამ ჯანსაღი და მოვლილი იქნება.
როდის მოვრწყათ მცენარეები
მიწის ტენიანობა მის ზედაპირზე თითების დაჭერით შეამოჭმეთ. თუ მიწას ზემოდან ნეშომპალა აყრია, შემოწმებისას ნეშომპალა ფრთხილად მოაცილეთ.როცა მცენარეებს უკეთ გაიცნობთ, იმის მიხვედრა მოსარწყავია თუ არა იგი, აღარ გაგიჭირდებათ.
1. ზემოდან მორწყვა -  ეს მორწყვის ყველაზე იოლი და მცენარეთა უმრავლესობისთვის მისაღები გზაა, განსაკუთრებით მათთვის, რომელთაც გამერქნებული, უხეში ღრო აქვთ. ამ დროს მიწა თანაბრად დატენიანდება.
2. ქვემოდან მორწყვა - ის მცენარეები, რომელთაც ხორციანი ღეროები და ფოთლები აქვთ ( მაგალითად, ოთახის ია), უმჯობესია მოირწყას უშუალოდ ზირში, რათა თავიდან ავიცილოთ მიწისზედა ნაწილების ლპობა. ასევე შესაძლებელია წყალი კაშპოზე დავასხათ, ფესვები იმდენ წყალს შეიწოვს,რამდენიც საჭიროა. დაახლოებით 20 წთ-ის შემდეგ კაშპოზე დარჩენილი წყალი გადაასხით, მცენარეს მასში ნუ ჩატოვებთ
მორწყვის რეჟიმის დაცვა ცოტა მოსაბეზრებელია. გამოშრობა იოლი შესამჩნევია, მაგრამ ძნელია შევამჩნიოთ, რომ მცენარე ზედმეტი მორწყვისგანაა მოღვენთილი, რადგან, წყალი მცენარეს ნელნელა უნადგურებს ფესვებს. თუ მცენარეს წყალი ზედმეტი მოუვა, ქოთნიდან იმოიღეთ და აღალდის ხელსახოცი შემოახვიეთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ დანამეთ და მზის გულს მიუშვირეთ, სანამ ფესვები არ გაუჯანსაღდება.

განათება

მცენარისათვის აუცილებელია სინათლე. მცენარე შეიძლება სინათლისაკენ გადაიხაროს,ამიტომ ხშირად შეაბრუნეთ და თანაბრად გაიზრდება.
არსებობს განათების ოთხი ტიპი:
1. პირდაპირი განათება - მცენარე თითქმის მთელი დღის განმავლობაში მზეზე დგას. ბევრ მცენარეს ვნებს ზაფხულის მზე, განსაკუთრებით შუადღისას.
2. ზომიერი განათება: ბევრი ფოთლოვანი მცენარე მშვენივრად გრძნობს თავს ოთახის სიღრმეში. 
 3. კაშაშა, გაბნეული შუქი: თხელი, ე. წ. დღის ფარდიდან შემოსული სინათლე კაშკაშაა, მაგრამ მცენარეს ფოთლებს არ დაუჭკნობს.
 4. სუსტი განათება: ცოტა მცენარეს თუ მოსწონს ადგილი, სადაც სინათლე პირდაპირ არ ხვდება. ასეთებს მიეკუთვნებიან დიდი და მუქი მწვანე ფოთლების მქონე მცენარეები.


























                                                   

გადარგვა

ქოთანი შეიძლება რამდენიმე მიზეზით შეცვალოთ: თუ მცენარე ძველ ქოთანში ვეღარ ეტევა, ან თუ გსურთ, რომ მცენარე უფრო კოხტა ქოთანში გადარგოთ.
ქოთნის გამოცვლა ადვილია თუ დრენაჟთან და მიწასთან დაკავშირებულ წესებს დაიცავთ...
1. მცენარე გადარგეთ ზრდის პერიოდის დაწყებამდე. ზამთრობით, როცა მცენარე "იძინებს" გადარგვას ერიდეთ, რადგან ამ დროს შეიძლება მცენარეს ფესვები დაულპეს.
2.ქოთნის ძირში 1-2 სმ-ის სისქეზე ჩაყრილი კენჭები ან კერამიკის ნატეხები საჭირო სივრცეს ქმნის დრენაჟისთვის და ხელს უშლის ქოთანში წყლის შეგუბებას.
3.ქოთანში იმდენი მიწა ჩაყარეთ, რომ მცენარის მიწისქვეშა ნაწილი ქოთნის კიდეზე 2-3 სმ-ით დაბლა იყოს და მოსარწყავად საკმარისი ადგილი დარჩეს.
4.მცენარეს ფრთხილად შემოაყარეთ მიწა და ზედმეტად ნუ დატკეპნით, რადგან ეს ხელს შეუშლისდრენაჟს და ჰაერს გამოდევნის.
5.ქოთნის ზედაპირი შეგიძლიათ დეკორატიული ფენით (კენჭები, ნიჟარები) გაალამაზოთ.

ქოთნის შერჩევა

სწორად შერჩეული ქოთანი სილამაზეს შეჰმატებს მცენარეს. ჭურჭელი ძირითადად ორი სახისაა: ქოთანი, რომელშიც მცენარეს ჩარგავთ და კაშპო, რომელშიც მცენარეს ქოთნიანად ჩადგამთ.

ქოთნის შერჩევისას გაითვალისწინეთ - მოყვავილე მცენარეებს ფერადდეტალებიანი ქოთნები უხდებათ, ხოლო მკვეთრი, კონსტრუქციული ფორმის მქონე მცენარეები უბრალო, მარტივი ფორმის ქოთნებში უფრო ეფექტურია.

ოთახის მცენარეთა მოვლა

 ოთახის მცენარეთა მოვლა არც ისე რთულია, მთავარია მათ სინათლე, სითბო და სასუქი არ მოაკლოთ. სინათლე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის მცენარის ენერგიის ერთადერთი წყაროა. მცენარეს წყალიც სჭირდება, მაგრამ არა იმდენი,რომ ფესვები დაულპეს. ბევრი მცენარე სიმშრალეს უფრო იტანს,ვიდრე წყლით გაჟღენთილ მიწას,ამიტომ მცენარეს ზედმეტად ნურასდროს მორწყავთ.აუცილებელია ნიადაგის რეგულარულად განოყიერებაც,რადგან მიწაში არსებული საკვები ნივთიერებები შეიძლება გამოილიოს. ტემპერატურა, როგორც წესი, ნაკლებად მნიშვნელოვანია.